weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კომპანია „ბადაგონმა“ „ქართული ოცნება“ 60 000 ლარით დააფინანსა

13:26 ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017

ღვინის მწარმოებელმა კომპანია „ბადაგონმა“, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარეობს, პარტია „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 60 000 ლარი გადარიცხა. შემოწირულობის ჩარიცხვა 2017 წლის 8 სექტემბერს განხორციელდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სულ 7 344 000 ლარამდე შემოწირულობა მიიღო, რაც ყველა დანარჩენი პარტიის შემოწირულობებს ერთად აღებულს 20-ჯერ და მეტად აღემატება. 

კომპანია „ბადაგონი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა კავკასიის რეგიონში. კომპანია ოპერირებს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზრებზე, თანამშრომლობს მსოფლიოში ყველაზე მოწინავე მეღვინეებთან და ლაბორატორიებთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]